суббота, 17 декабря 2016 г.

ინტელის სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მალვინა თედორაშვილი
რაიონი

სკოლა
პირველი საჯარო სკოლა
ქალაქი
ამბროლაური
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მთავარი მოლეკულა.
თემის შინაარსი
მოცემულ პროექტში მოსწავლეები შეძლებენ სრულყოფილად შეისწავლონ ცილი ბიოსინთეზი. შეძლებენ მთავარ მოლეკულად ცილის დასახელებას ვიდეო გაკვეთილების  ჩატარების  დახმარებით. ცილის ბიოსინთეზის ფაზების პრეზენტაციას,   რესურსის შექმნას ვიდეო მასალების სახით და   მოამზადებენ ბუკლეტს ამ საკითხთან დაკავშირებით .
საგანი
ბიოლოგია
დონე/კლასი  
XI- კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო
6 გაკვეთილი.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ტრანკრიპციის პროცესის გააზრება.
ცილის ბიოსინთეზის ფაზების პრეზენტაცია.
სააზროვნო უნარების: ანალიზი, შედარება, განზოგადება   განვითარება.
კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
                        
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
ბიოლ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და ინდივიდური განვითარების ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ქმნის მარტივ მოდელებს უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადეგანიხილავს დნმ-ს კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;





მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
"სიცოცხლე არის წონასწორობის მდგომარეობა ცილის სინთეზსა და დაშლას შორის" იოშინორი ოსუმი, 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგია/მედიცინაში
ოგორ გესმით ეს ფრაზა?
თემატური კითხვები


რა არის ცილა?
რამდენი სახის ცილა არსებობს?
რა არის ცილის მონომერები?
რა არის დ.ნ.მ.?
რა არის დ.ნ.მ.-ს მონომერები?






შინაარსობრივი კითხვები
          
სად მიმდინარეობს ცილის სინთეზი?
რამდენი სახის ამინომჟავა მონაწილეობს ცილის სინთეზში?
რას ნიშნავს გენეტიკური კოდი?
რა ფაზებს გამოყოფენ ცილის სინთეზში?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











ისტრუმენტი
წინარე ცოდნის შემოწმება კითხვებით, ვენის დიაგრამით და ტესტირებით.


მიზანი
ტესტების შედგენა.
სამოქმედო გეგმის შექმნა.
ისტრუმენტი
ჩანაწერები.კომენტარები.
პრეზენტაციის ჩეკლისტი.
მიზანი
პრეზენტაცია.
ბუკლეტის შექმნა.
ისტრუმენტი
პროექტის შეფასების რუბრიკა.
მიზანი
პრეზენტაცია.
ჯგუფების მუშაობის თვითშეფასება.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები

მოსწავლეებმა იციან დ.ნ.მ-ს აგებულება,ცილის აგებულება და ფუნქციები.
აქვთ ინერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები; შეუძლიათ პრეზენტაცია და იციან ბუკლეტის შექმნა.


სასწავლო პროცედურები   
  პროექტის დასაწყისში გავააქტიურებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას თემეტური კითხვებით: რა არის ცილა? რა არის დ.ნ.მ.? რა არის ცილი მონომერი? რა არის დ.ნ.მ-ს მონომერი?
რამდენი სახის ცილა არსებობს? როგორ წარმოქმნის 20 ამინომჟავა განუსაზღვრელი რაოდენობის ცილას? ამას ვახერხებ დისკუსიის, გონებრივი იერიშის და ტესტირების გზით.
ამის შემდეგ ვაჩვენებ ვიდეოს დ.ნ.მ.ს რეპლიკაციაზე  https://www.youtube.com/watch?v=1KM2BiwBPfU&t=42s

 
მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას ამ საკითხზე.
შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს ცილის ბიოსინთეზი
.ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ჯგუფებად უნდა იმუშაონ.კლასს ვყოფ გათვლის მეთოდით.1-8, 8-16, 16-24. იყოფიან 3 ჯგუად. და 1 ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას ინიციაციის მეორე ელონგაციის ხოლო მესამე ტერმინაციის ფაზების შესახებ.
პრეზენტაციის დროს იყენებენ სურათებს ვიდეოდან. https://www.youtube.com/watch?v=3zl6d9irYwA

მოსწავლეებს პრეზენტაციის დაწყების წინ აქვთ დარიგებული პრეზენტაციის შეფასების რუიბრიკები და ვთხოვ მათ ამ რუბრიკის მიხედვით მოახდინონ ურთიერთშეფასება.
პრეზენტაციის წინ მოამზადებენ შეკითხვებს თითოეული გუნდისათვის.
მოსწავლეები პროექტის ბოლოს შექმნიან ბუკლეტს „მთავარი მოლეკულა“,სადაც მოცემული იქნება მოკლე ანალიზი რატომ ითვლება ცილა მთავარ მოლეკულად.
.








დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
დადასტურებულია,რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება სხვადასხვა დონის მოსწავლეებთან დაკომპლექტებულ კლასში სასარგებლოა ამ მოსწავლეებისათვის.მათთვის ვიყენებ თანამშრომლობით სწავლებას პროექტებზე თანატოლებთან ერთად ჯგუფებში.ვარჩევ მათთვის შესაფერის სტრატეგიებს.მაქვს ალტერნატიული შეფასებები და დამხმარე ტექნოლოგიები.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ახალი ენის სწავლა სარისკო საქმეა, რომელიც დამცირების და შერცხვენის შესაძლებლობებით არის სავსე.
ხელშემწყობი საკლასო გარემო, რომელიც მოსწავლეებს გაამხნევებს გარისკოს და შეცდომებზე ისწავლოს გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მათ უნდა შევთავაზოთ დაძლევადი მასალა.ისაუბრონ ნელა ხშირად გააკეთონ პაუზა,რათა გაიაზრონ ნათქვამი.გამოიყენონ ჟესტები და სხეულის ენა.
მეორე ენის სწავლის დროს შინაარსის სწორად გასაგებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით მშობლიურ ენაზე.
გამოიყენონ თავიანთი ენა ჟურნალებში ინფორმაციის გადმოცემის დროს.


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ ალტერნატიულ და დამატებით დავალებებს. ვანაწილებ მოსწავლეებს მცირე ჯგუფებსი, რათა შეასრულონ დავალებები ეფექტიანად, რათა დაკმაყოფილდეს ყველა მოსწავლის საჭიროებები.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.




Комментариев нет:

Отправить комментарий