პრობლემა:საზოგადოება არ იცნობს ამ დაავადებას მის გამომწვევ მიზეზებს, ამ სინდრომოთ დაავადებული ადამიანები გარიყული არიან საზოგადოებისაგან.
პროექტის სრული აღწერა: პროექტი ითვალისწინებს გამოიკვლიოს საზოგადოება დაუნის სინდრომის დამოკიდებულების მიმართ. შედგება კითხვარი: 1) იცით დაუნის სინდრომის შესახებ? კი– არა–
2) შეხვედრიხართ თუ არა დაუნის სინდრომიან ადამიანს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში? კი– არა–
3) თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა დაუნის სინდრომიანი ადამიანის ინტეგრირება საზოგადოებაში? კი– არა–
მონაწილეთა ასაკი: IX-კლასი 14წელი
მნიშვნელობა და აქტუალობა: პროექტის მიზანია საზოგადოებამ გაიგოს ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები და შეძლონ ასეთი ადამიანების გამოვლენა და მათი ინტეგრირება საზოგადოებასთან.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვრების შედგენა , საზოგადოების გამოკითხვა,
ინტერნეტით მასალების მოძიება, ფოტოების მოძიება.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები: ბუკლეტის შექმნა და საზოგადოებაში გავრცელება.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია ,
ბუნ. IX. 2. მოსწავლე განმარტავს მემკვიდრეობითობას და ცვალებადობის თავისებურებებს
- გეგმავს და ატარებს გამოკითხვას ქრომოსომული დაავადების (მაგ., დაუნის სინდრომი) მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების სესასწავლად, აანალიზებს მონაცემებს, აყალიბებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგენს რეფერატის სახით.
პროექტის იდეის ავტორი: მალვინა თედორაშვილი, ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლა, ბიოლოგიის მასწავლებელი.
ავტორის ელ.ფოსტა: mako.tedorashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий